პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, განსაკუთრებით, სოფლად და სხვადასხვა თემში, ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, განსაკუთრებით, სოფლად და სხვადასხვა თემში, ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეების“ ღონისძიებას დაესწრო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტით, განსაკუთრებით, სოფლად და სხვადასხვა თემში. ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ევროკავშირთან კავშირს, იმ სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, – განაცხადა ელჩმა.
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დღეს დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა.