პაველ ჰერჩინსკი - ძალზე მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობამ იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად და ოპოზიციური პარტიები ამ სამუშაოში ჩართული იყვნენ კონსტრუქციულად
ჩვენი თვალთახედვით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველბმა ერთად იმუშაონ, რათა პროცესი იყოს ინკლუზიური, მთავრობამ იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად და ოპოზიციური პარტიები ამ სამუშაოში ჩართულები იყვნენ კონსტრუქციულად, ეს სამუშაო 12 რეკომენდაციაზე შეფასდება მომავალ წელს გაფართოების პროცესის ჩარჩოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად უნდა იყვნენ ჩართული.
„ამ წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ლიდერებმა და ამას თან ახლავს 12 რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. ჩვენი თვალთახედვით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველბმა ერთად იმუშაონ, რათა პროცესი იყოს ინკლუზიური, რომ მთავრობამ იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად და ოპოზიციური პარტიები ამ სამუშაოში ჩართულები იყვნენ კონსტრუქციულად. ეს სამუშაო 12 რეკომენდაციაზე, შეფასდება მომავალ წელს გაფართოების პროცესის ჩარჩოში. ასე რომ საქართველო შეფასდება ყველა სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამის შედეგად საქართველო წინ წაიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტებზე და იმაზე, თუ როგორ შეასრულებენ ისინი ევროკავშირის 12 რეკომენდაციას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს ინკლუზიურად, რაც საჭიროებს ყველას ჩართულობას.
„ეს საჭიროებს, რომ მთავრობა იყო ღია ოპოზიციისთვის და საჭიროებს, რომ ოპოზიციამ იმუშაოს კონსტრუქციულად მთავრობასთან, რათა მოხდეს 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. ქართველების გადასაწყვეტია, როგორ სურთ ამ სამუშაოს წინ წაწევა, მაგრამ რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ის, რომ ყველამ ერთად იმუშაოს კონსტრუქციულად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.