პაველ ჰერჩინსკი - შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, თვალყურს ვადევნებთ სამართლებრივ პროცესებს, ვიმედოვნებთ, ეს პროცესი მალე დასრულდება
ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ყველა პატიმრის უფლებას.
„ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი დასრულდება მალე. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში და როგორც პატიმრის უფლებებს. კიდევ ერთხელ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოში, მისი, როგორც ბრალდებულის და პატიმრის ყველა უფლება სრულად დაცული იყოს“, – განაცხადა ელჩმა.