პაველ ჰერჩინსკი - ამჟამინდელი მდგომარეობით და იმ შემთხვევაში, თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპული კომისიიდან იქნება დადებითი შეფასება მოლაპარაკებების გახსნაზე
ამჟამინდელი მდგომარეობით და იმ შემთხვევაში, თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპული კომისიიდან იქნება დადებითი შეფასება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
რგოორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სქართველო ახლა გადის საარჩევნო პროცესს და არჩევნებმა გადაფარა სხვა ყველაფერი.
„27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებული იქნა. ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან დაზუსტებას მათი ნამდვილი განზრახვების შესახებ, ეს ნათლად, ხმამაღლა ითქვა ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნაში. კარგად მესმის, რომ საქართველო ახლა გადის საარჩევნო პროცესს, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, არჩევნებმა გადაფარა სხვა ყველაფერი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა – ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები – რომელიც ნამდვილად ერთგული იქნება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების. ჩვენ გვჭირდება, რომ დავეწიოთ, ბევრი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად, მთელი წელი. აუცილებელი რეფორმების ნაცვლად, გვქონდა სამწუხარო მოვლენები, არაერთხელ გამოვთქვით წუხილი უმაღლეს დონეზე. სამწუხაროდ, ამან მიგვიყვანა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან, ამავდროულად, ჩვენ ავაჩქარეთ ეს პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან. ასე რომ, იმის მაგივრად, რომ შემცირებულიყო მანძილი „ტრიოს“ შორის, გაიზარდა. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, არჩევნების შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას, რათა დავაბრუნოთ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე. როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ მთავრობას, რომლის ფორმირებაც მოხდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.