პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მისაღებია
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მისაღებია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი​ აცხადებს, რომ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მისაღებია.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ფენომენი არ არის უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის.

„ვიცით, რომ მრავალი რუსი კაცი გაურბის ნაწილობრივ მობილიზაციას. ჩვენი საკუთარი წევრი ქვეყნები ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე დგანან და როგორც შესაძლოა, იცით, ზოგიერთმა ჩვენმა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა მიიღოს მკაცრი ზომები ან ახლა განიხილავს მათ მიღებას, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს შემთხვევაზე, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ელჩმა.