პაველ ჰერჩინსკი - რა დამოკიდებულება უნდა იყოს რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საქართველოში ჩამოდიან, ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია
რა დამოკიდებულება უნდა იყოს რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საქართველოში ჩამოდიან, ეს ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება უნდა იყოს, ეს ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, სრულად მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, დაეწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, გამოიწვია რუსების ნაკადი. თუმცა ეს საქართველოს გადასაწყვეტია“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.