პერუს ნაკრების კაპიტანი ხოსე პაოლო გერერო მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გუნდისთვის დახმარებას შეძლებს.
Globo Esporte-ს თანახმად, ფიფა ფორვარდის დისკვალიფიკაციას ერთი წლიდან ექვს თვემდე შეამცირებს. ასე რომ, 33 წლის ფეხბურთელის სასჯელს ვადა მაისის დასაწყისში ამოეწურება.
8 დეკემბერს ფიფამ გერეროს კოკაინზე დადებითი დოპინგ-სინჯის გამო, რომელიც არგენტინასთან მატჩის შემდეგ ჩააბარა, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სასჯელის ათვლა 3 ნოემბრიდან დაიწყო.
გერეროს პერუს ნაკრებში 83 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 32 გოლი გაიტანა, რითაც ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.