ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ ისევ დადებითი ტესტი მიიღო კორონავირუსზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე მან გამოაცხადა, რომ დაავადებისგან განიკურნა.
არგენტინელ ფეხბურთელს ისევ მოუწია კარანტინში დაბრუნება.
„21 მარტს ჩვენ ჩავაბარეთ ტესტი და მან დადებითი შედეგი აჩვენა. მანამდე სამი დღით ადრე, იყო კიდევ ერთი ტესტი, რომელმაც უარყოფითი შედეგი მოგვცა, მაგრამ იყო მესამეც, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. დღემდე კორონავირუსი მაქვს. არ ვიცი, ეს როგორ მუშაობს და რატომ არის ხან ერთი შედეგი და ხან მეორე“, – თქვა დიბალას შეყვარებულმა ორიანა საბატინიმ.