პაულო დიბალა უახლოეს მომავალში „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს
პაულო დიბალა უახლოეს მომავალში „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა ​ტურინულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2024 წლის ზაფხულამდე. დიბალა გაზრდილ ხელფასს – წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნავენ, რომ საბოლოო მოლაპარაკება მხოლოდ დროის საკითხია, რადგან კონტრაქტის გაფორმებაში ორივე მხარეა დარწმუნებულია.

2019-20 წლების სეზონში არგენტინელმა 24 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შვიდი გოლითა და რვა შედეგიანი პასით გამოიჩინა.