პაულო დიბალას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
პაულო დიბალას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

პაულო დიბალამ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრების მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. თუმცა, თავად ფეხბურთელი და კლუბი იმედს გამოთქვამენ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება.

მასიმილიანო ალეგრი იმედოვნებს, რომ პაულო უკვე „ჯენოასთან“ მატჩისთვის მზად იქნება. უარეს შემთხვევაში კი, ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა შემტევმა ბრაზილიასთან, მინდორზე 58 წუთი გაატარა და მუხლის დაზიანების გამო მოედანი დატოვა.

დატოვე კომენტარი