დელ პიერომ დიბალას მიულოცა
დელ პიერომ დიბალას მიულოცა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ – ალესანდრო დელ პიერომ, პაულო დიბალას, ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთ-თრიქი მიულოცა:

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჰეთ-თრიქოსანთა კლუბში. ესაა საღამოები, რომლების დავიწყება შეუძლებელია“ – დაწერა ალექსმა ტვიტერში.

დიბალა „იუვეს“ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე იგივე ალესანდრო დელ პიეროს (1998 წელს, „მონაკოსთან“), ფილიპო ინძაგის (2000 წელს, „ჰამბურგთან“) და არტურო ვიდალს (2013 წელს, „კოპენჰაგენთან“) ჰქონდათ გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს, ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი „ოლდ ტრაფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.