გაჭირვებით ვსუნთქავდი, კუნთები მტკიოდა - დიბალამ კორონავირუსის სიმპტომებზე ილაპარაკა
გაჭირვებით ვსუნთქავდი, კუნთები მტკიოდა - დიბალამ კორონავირუსის სიმპტომებზე ილაპარაკა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ ილაპარაკა იმ სიმპტომებზე, რომელიც მას კორონავირუსის დროს ჰქონდა.

„სიმპტომებმა ძლიერად იჩინეს თავი, მაგრამ დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ახლა მიადვილდება გადაადგილება, ვცდილობ ვარჯიშს.

უკვე ხუთი წუთის შემდეგ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ძლივს ვსუნთქავდი, კუნთები მტკიოდა. საბედნიეროდ, ახლა მე და ჩემი გოგონა გაცილებით კარგად ვართ“, – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

პაულო დიბალა ტურინელთა მესამე მოთამაშე იყო, რომელსაც კორონავირუსი შეეყარა. მანამდე ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ.