„იუვენტუსი“ და „მანჩესტერი“ დიბალასა და პოგბას გაცვლას ამზადებენ
„იუვენტუსი“ და „მანჩესტერი“ დიბალასა და პოგბას გაცვლას ამზადებენ

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ ფეხბურთელების საინტერესო გაცვლა აქვთ დაგეგმილი. როგორც ვებგვერდი calciomercato ამტკიცებს, ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა იტალიელთა ფორვარდის, პაოლო დიბალას შეძენა.

პორტუგალიელი სპეციალისტი მზად არის, 25 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა დაუთმოს „იუვენტუსს“ 24 წლის არგენტინელის სანაცვლოდ. თავად დიბალა თანახმაა „იუვენტუსის“ დატოვებაზე, რადგან კლუბში კრიშტიანუ რონალდუს მისვლის შემდეგ, არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

ტურინული კლუბი მზად არის, გამოეთხოვოს დიბალას 120 მილიონ ევროდ, მაგრამ გარიგებაში პოგბას ჩართვა მნიშვნელოვნად შეცვლის ამ თანხას.

მიმდინარე სეზონში დიბალამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა „იუვენტუსის“ რიგებში და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონდა. პოგბას წელს ოთხი მატჩი და ორი გოლი აქვს „იუნაიტედის“ რიგებში.

დატოვე კომენტარი