არგენტინამ მექსიკას ისევ 2:0 მოუგო [ვიდეო]
არგენტინამ მექსიკას ისევ 2:0 მოუგო [ვიდეო]

არგენტინის ნაკრებმა მენდოსაში, მექსიკის ნაკრებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ეს გუნდები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში მეორედ შეხვდნენ და არგენტინამ ისევ 2:0 მოიგო. გოლები მეორე და 87-ე წუთებზე მაურო იკარდიმ და პაულო დიბალამ გაიტანეს.

 

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
რული (გასანიგა, 59), კანემანი, აკუნია, მერკადო, მორი, ასკასიბარი (პარედესი, 55), მესა (სიმეონე, 73), პერეირა, დე რაული (სერვი, 46), იკარდი (დიბალა, 81), ლამელა (ლო სელსო1, 59).