პატრულ-ინსპექტორი ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს
პატრულ-ინსპექტორი ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მეცამეტე სართულზე მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, მოვუწოდეთ, დაეგდო იარაღი, რა დროსაც მოტრიალდა ჩვენსკენ და  რამოდენიმე გასროლა განახორციელა,- აცხადებს პატრულ-ინსპექტორი კახა ტაბატაძე.

მისივე თქმით, მამაკაცმა, რომელიც საპასუხო ცეცხლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა, ქალბატონსაც ესროლა.

“შემოსული იყო შეტყობინება, რომ მამაკაცი ემუქრებოდა ქალბატონს. ადგილზე გამოვცხადდით, ავედით მეცამეტე სართულზე, სადაც დაგვხვდა შემდეგი სურათი – მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს. მოვუწოდეთ, დაეგდო იარაღი, რა დროსაც მოტრიალდა ჩვენსკენ და განახორციელა რამოდენიმე გასროლა, ასევე ესროლა ქალბატონს. საპასუხო ცეცხლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, ასევე მსუბუქად დაიჭრა ქალბატონი”, – აცხადებს პატრულ-ინსპექტორი კახა ტაბატაძე.

სროლა იყო ერთი საათის წინ ლუბლიანას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.