„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს [ფოტო]
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები რუსეთის სახელმწიფო დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც მოგვიანებით დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თვამჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოსკოვი მზად არის, ეტაპობრივად მოუხსნას საქართველოს შეზღუდვები, თუმცა იმ პირობით, თუ ამისთვის მზად არის თავად საქართველოს ხელისუფლება.
კალაშნიკოვის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან მან სწორედ ეს საკითხი განიხილა.