„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირული და ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ უკან დაბრუნებული ხატი შესაძლოა, ბაგრატის ტაძარში გადაიტანონ
პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირული და ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ უკან დაბრუნებული ხატი შესაძლოა, ბაგრატის ტაძარში გადაიტანონ.
საქართველოს პირველი არხი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე იოანე გამრეკელს დაუკავშირდა.
მეუფის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეპარქიას თხოვნით მიმართავენ, ბუნებრივია, ხატის დაბრძანების უფლებას მისცემენ.
„ღვთისმშობლის სახელობის ხატი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომ, თუ მოგვმართავენ, ხატის დაბრძანების უფლებას მივცემთ”,-განუცხადასაქართველოს პირველ არხს მეუფემ.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსს“ ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიამ 5 სექტემბერს უკან დაუბრუნა. 27 აგვისტოს, ხატის დაბრუნების შესახებ კი ინფორმაცია დე ფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა.