„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს
„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზეზი 10 სექტემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია now what? არის, რომელზეც ირმა ინაშვილის მისვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ინაშვილს კონფერენციაზე დაპირისპირება მოუვიდა ამერიკელ ექსპერტ დევიდ კრამერთან, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს დარბაზის დატოვებას სთხოვდა.
აქციის მონაწილეებს აშშ-ის საელჩოს წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და საელჩოს დაცვის სამსახური.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქცია მშვიდობიანია. ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ და ამის შემდეგ აქცია დასრულდება.