სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა.
„აუცილებლად გამოქვეყნდება ეპისტოლე დღეს“,- აღნიშნა არქიმანდრიტმა.
სამების საკათედრო ტაძარში ღამით საშობაო ლიტურგია გაიმართა. საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა. პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა.
საშობაო ლიტურგიაზე მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა.
„მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. საერთოდ, ეს ტრადიცია არის ეკლესიაში. ყოველ აღდგომას იკითხება იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვა და წელს იყო წაკითხული მისი საშობაო სიტყვა. ადრე არ წაგვიკითხავს არასოდეს და მგონი, ძალიან საინტერესო იყო“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.