პატრიარქი - მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი იყო, რომელიც მეტყველებს, რომ უფალი ჩვენთან უნდა იშვას
სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიის ბოლოს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. მისი თქმით, მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი მეტყველებს, რომ უფალი ჩვენთან უნდა იშვას.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ქრისტეშობის დღეს. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანის გულში იშვას ქრისტე.
დღეს განსაკუთრებული დღეა. მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი იყო, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ჩვენთან უნდა იშვას.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნა პატრიარქმა.
შობის ღამეს ფანჯრებში სანთლების ანთების ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.