ჯვარი გეწეროთ და გამარჯვება მოგცეს, – ასე დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ოჯახთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქთან რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე ჯვრისწერის წინ დალოცა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.