პატიმრების გაცვლის შემდეგ პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პატიმრების გაცვლის შემდეგ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკის დადებითად შეაფასეს უკრაინასა და რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლება და გადაცემა.
კრემლის ცნობით, პრეზიდენტებმა უპირველეს ყოვლისა აღნიშნეს ამ აქციის ჰუმანიტარული ასპექტი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასა და გაჯანსაღებისთვის.
ამასთან, როგორც კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრისას პუტინი და ზელენსკი მომავალში კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ასევე აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა.