დანიის პირველ საფეხბურთო დივიზიონში მე-17 ტურის მატჩები იმართება. “როსკილდესა” და “ესბერგის” შეხვედრაში სტუმრებმა 4:0 გაიმარჯვეს და ბოლო გოლი ქართველი ლეგიონერის ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 93-ე წუთზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე ბურთია. “ესბერგის” განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს.
“ესბერგს” 17 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. დანიის სუპერლიგაში გადასასვლელად პირველ სამეულში მოხვედრაა საჭირო.