პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პაველ ჰერჩინსკი აჭარაში იმყოფება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში აჭარაში იმყოფება.
ჰერჩინსკი უკვე შეხვდა ბათუმის მერს და ასევე შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტთან.
„ძალიან მოხარული ვარ აჭარაში ყოფნით, ლამაზ ქალაქ ბათუმში. აქ გავატარებთ რამდენიმე დღეს. ჩვენ გვიმასპინძლეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე შევხვდით ბათუმის მერს. ახლახან მქონდა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტთან. ახლა შეხვდებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ასევე, შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. გვექნება შეხვედრები ახალგაზრდა მეწარმეებთან, რომლებიც ბევრ შესანიშნავ სტარტაპს ქმნიან. ვაპირებთ სხვა მუნიციპალიტეტებში ჩასვლას ადგილობრივ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული, მოცულობითი პროგრამაა. მე ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ვიმყოფები, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში და მაქვს კონტაქტები და შეხვედრები ბათუმისა და აჭარის მცხოვრებლებთან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.