პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალი პოლიტსაბჭო ჰყავს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ახალი პოლიტიკური საბჭო ჰყავს.
პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე დაამტკიცეს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ საბჭოს 15 წევრი ჰყავს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.