პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა
პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა

პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაშიც დააფუძნა. ბათუმში ოფისის პრეზენტაციას პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ესწრება და მხარდამჭერებს ხვდება.

გახარია ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან, კონსტანტინე ანანიაშვილთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები და მხარდამჭერები იმყოფებიან. მხარდამჭერთა შორის არიან ქალაქის საკრებულოს ყოფილი და მოქმედი წევრები, ასევე ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძე.

მედიასთან კომენტარს გიორგი გახარია შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონულ ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს.