პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ოთხ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გამართა და ოთხ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა:
გიორგი ჭელიძე – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
სოცგარ პუთულიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
თამარ ბელქანია – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ირაკლი ტალახაძე – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
გაფართოებულ შეკრებაზე საარჩევნო პროცესზე იმსჯელეს. პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახლა უკვე 29 საარჩევნო ოლქში ჰყავს.