პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ მზად არის, ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად სამუშაო პროცესში ჩაერთოს
პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ მზად არის, ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად სამუშაო პროცესში ჩაერთოს

პარტია „საქართველოსთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პარტია გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად წარმართავს.

„ბატონო ირაკლი, საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით, გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.

შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. ასევე, მოგმართავთ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოთ ინკლუზიურად“, – აღნიშნულია პარტიის „საქართველოსთვის“ მიმართვაში.