პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა
პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.
მცხეთისა და გორის შემდეგ, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე ახალციხეშიც აირჩიეს. ის ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე გახდა.
კონფერენციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.
რეგიონულ კონფერენციაზე რაიონული ორგანიზაციის განვითარების გეგმაზე და პარტიაში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრეს.