პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ხვალიდან ჩაერთვებიან
ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან პარტია „მოქალაქეების“ წევრები. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დეპუტატები პარლამენტში დილიდან გამოცხადდებიან.
შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმზე ხელმომწერები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.