ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მორიგ შეხვედრას მართავენ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი შეხვედრა იგეგმება პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. შეხვედრაზე განხილვის თემა პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესია.
ისინი საკანონდებლო ორგანოში დღეს მეორედ მივიდნენ. გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ დისკუსიის მთავარი თემა იყო ის მოთხოვნები, რომელიც მის პარტიას აქვს და ეს ეხებოდა საარჩევნო რეფომრას, ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და ასევე ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციები გაგრძელდებოდა. მათ წინა შეხვედრაზე არ დააკონკრეტეს აპირებენ, თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტში შემოსვლას, თუმცა თქვეს, რომ მმართველ გუნდთან იმის გარკვევას შეეცდებოდნენ, რაზე შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ.