პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, შესაძლებელია, გეგმები შეიცვალოს, მათ შორის, პარლამენტის გახსნის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
„დღე სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება დღეიდან და არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და არსებული რეალობიდან. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ასევე სხვადასხვა ტიპის აქციები. უახლოეს დღეებში ჩვენ საბოლოოდ გადავწყვეტთ და გავაცნობთ საზოგადოებას. პარლამენტის გახსნის დღეს შეიძლება მასშტაბური აქცია არ იყოს და იყოს მხოლოდ სიმბოლური აქცია“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.