პარტია „ლელომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია დაარეგისტრირა. სია ცესკო-ში პარტიის ლიდერებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა მიიტანეს.
„ლელოს“ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე (სიის პირველი ნომერი) – ბადრი ჯაფარიძეა. მაჟორიტარები კი არიან:
1. მთაწმინდა – საბა ბუაძე 2. კრწანისი – თაზო დათუნაშვილი 3. ვაკე – დეა მეტრეველი 4. საბურთალო – ვატო სურგულაძე 5. ნაძალადევი – ნიკა ჩერქეზიშვილი 6. ისანი – ლანა გალდავა 7. დიდუბე – დიტო აბაშიძე 8. სამგორი – გულიკო ზუმბაძე 9. ჩუღურეთი – კახა ჟღენტი 10. გლდანი – თამარ ადამია.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ კანდიდატებს გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ.
„ჩვენ უკვე შევდივართ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში და ამ პროცესში ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღოს რაც შეიძლება ნაკლები ხმა, რათა საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს და ადამიანებმა დაინახონ თავიანთი მომავალი, გაუჩნდეთ იმედი, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება უკეთესად ცხოვრება. მჯერა იმ ძლიერი გუნდის, რომელიც „ლელოს“ ჰყავს“, – ანა ბიბილაშვილმა.