პარტია „დროას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება
პარტია „დროას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება

პარტია „დროას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება. მოქალაქეები რუსული ავიარეისის ჩამოფრენას აპროტესტებენ.

როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, საქართველოში რუსული თვითმფრინავების დაშვება ქართველი ხალხის ნება არ არის.

„დღეს ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლირდება და დისტანცირდება რუსეთისგან, არის ამორალური. ასევე, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ პირველ რეისს შევხვდეთ პროტესტით, პროტესტის ხმა გავაგონოთ რუსეთს, უკრაინას, ჩვენს პარტნიორებს, რომ იცოდნენ, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.