პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება
საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს. მომიტინგეთა მოთხოვნა უცვლელია. ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ადგილზე ქვაბებითა და ტაფებით მივიდნენ. ისინი ამ ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას კანონპროექტის მიმართ.
საკანონმდებლო შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.