საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ადგილზე მიტანილი აქვთ გაყალბებული ოქმები.
„ჩვენ აქ მოვიტანეთ გაყალბებული ოქმები, რომლებსაც გავუშვებთ მაშინვე, როგორც კი ეს არალეგიტიმური პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას ასევე არალეგიტიმურ მთავრობას. ჩვენ უკვე ათეულობით დღეა, კარავში ვართ და ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ მიხვდება, რომ ჩაატარა არჩევნები, რომელიც ტოტალურსდ გაყალბდა. სირცხვილია არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში ჯდომა, პარლამენტში, სადაც ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ არის“, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ.
საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.