პარლამენტთან საპროტესტო აქცია „დაიბრუნე ხმა“ მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია „დაიბრუნე ხმა“ მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის სახელწოდებაა „დაიბრუნე ხმა“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.