პარლამენტთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა, რომლის ამოწურვის შემდეგაც, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყეს.
ამასთან, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან აქციის დაშლას წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობს.