პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ [ფოტო]
პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ [ფოტო]

საქართველოს პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

აქციის ოფიციალური ნაწილი ჯერ არ დაწყებულა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. აქციას შეუერთდება თავად სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აქციები დაანონსა სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.