პარლამენტთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რჩებოდნენ, აქცია დასრულებულია
პარლამენტთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რჩებოდნენ, აქცია დასრულებულია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ორი პარალელური აქცია იმართებოდა. პარლამენტის შენობის წინ „მდუმარე აქციას“ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ. ქაშვეთთან კი, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილები. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაიყვანა.
მოგვიანებით, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც მათმა მოწინააღმდეგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს. ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია დასრულებულია.