პარლამენტთან რიონის ხეობის მოსახლეობისადმი სოლიდარობისა და სამართლიანი ენერგოპოლიტიკის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა
პარლამენტთან რიონის ხეობის მოსახლეობისადმი სოლიდარობისა და სამართლიანი ენერგოპოლიტიკის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

საკანონმდებლო ორგანოსთან რიონის ხეობის მოსახლეობისადმი სოლიდარობისა და სამართლიანი ენერგოპოლიტიკის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა, ლოზუნგით, არა ნამახვანჰესს, სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“.

აქციის ორგანიზატორია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა გარემოსდამცველი თუ სოციალურ საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია, მოქალაქეები და დარგის სპეციალისტები.

აქტივისტების განცხადებით 10 000 ხელმოწერით პეტიცია შეგროვდა, რომელიც „სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში შეიტანა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქვეყანაში ჰესების მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, შემუშავდეს სამართლიანი ქვეყნის ენერგოპოლიტიკა და ნათია თურნავამ დასმულ შეკითხვებს საჯარო განხილვისას უპასუხოს.

„გუშინწინ ძალადობრივად დაშალეს სოფელ ჟონეთში იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ამ მავნე ჰესის მშენებლობას. 21 დეკემბერს ნათია თურნავამ, დავით სონღულაშვილმა და მაია ბითაძემ განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით მოხდებოდა საჯარო განხილვა და თურნავა უპასუხებდნენ საჯარო კითხვებს. დღემდე არ ჩატარებული საჯარო განხილვა. ჩვენ დღეს შევიტანეთ მოთხოვნა, დაემატა ამას 10 000 ხელმოწერა, რომლის საფუძველზეც გავამყარებთ სწორედ ამ მოთხოვნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ პარლამენტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოახდინოს ეკონომიკის მინისტრის დაბარება, რომ იმ კითხვებს, რომელიც გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი მოთხოვნაა, გამოცხადდეს მორატორიუმი ამ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ონისა და ნამახვანისჰესები და შესაბამისად ჩატარდეს რეალური საჯარო განხილვა ამასთან დაკავშირებით, მოვიდეს ქალბატონი თურნავა და პასუხი გაცემს ამ კითხვებს რაც გვაქვს და განცხადებაშია ჩამოწერილი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.