პარლამენტთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს (ვიდეო/ფოტო)

თბილისში, პარლამენტის შენობასთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის წევრებმა კანცელარიის შენობასთან ასვლა სცადეს.

„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები გია კორკოტაშვილისა და გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვაზე გადაყვანას აპროტესტებენ.

დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნული პირები უწყებაში იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს უწყებებში.

ისინი აცხადებენ, რომ პოლიცია “ქართული მისიისა“ და „ქართული მარშის“ განეიტრალებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი დაანებონ ლგბტი პირების მხარდაჭერას.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლგბტი თემის წევრთა ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვას გეგმავს.