პარლამენტთან პოლიტიკური განცხადებები ამ დროისთვის აღარ კეთდება, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები მუსიკას უსმენენ
საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის პოლიტიკური განცხადებები აღარ კეთდება.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, სადაც მუსიკა არის ჩართული. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ორგანიზატორებმა 10-მდე კარავი გაშალეს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა და აღნიშნავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს გამართეს აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „მსვლელობა თავისუფლებისთვის“.