პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს მამუკა ხაზარაძის ჩაწერის საშუალება არ მისცეს [ვიდეო]
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც შეურთდა.
მამუკა ხაზარაძე რამდენიმე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჩაერთო, თუმცა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს აქციის ორგანიზტორებმა ხაზარაძის კომენტარის ჩაწერის საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ ხაზარაძის სიტყვით გამოსვლას დალოდებოდა.
„თქვენი ეთერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს აქცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოითმენს“,- აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.