„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას კვლავ ცდილობენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთან მდუმარე აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.
სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ „მოამბის“ ეთერში.