საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 16 პირი დააკავეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აქციის თექვსმეტივე მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.