პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა [ფოტო]
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა [ფოტო]

საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიჭინაძის მხრიდან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სთხოვენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარებზე გადავიდნენ.

პარლამენტთან სხვადასხვა მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს.

აქციის მნაწილეების თქმით, „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრის მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას არ მისცემენ და ქუჩიდან მიაწვდიან ხმას.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა.