პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო]
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო]

პარლამენტთან აქციაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერი ლიდერები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სცენაზე სიტყვით გამოსვლას აპირებდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა აღნიშნული გააპროტესტა და მოითხოვეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ დაეკავებინათ ტრიბუნა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია, მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.