პარლამენტთან აქციის მონაწილეები ქვებს ისვრიან, სამართალდამცველები წყლის ჭავლს იყენებენ
პარლამენტთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. პარლამენტის შესასვლეთან მყოფი აქციის მონაწილეები ქვებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაარღვია რკინის დამცავი ბარიერი, რომელიც რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობას ერთმანეთისგან ჰყოფდა და ცდილობენ, მიუახლოვდნენ საკანონმდებლო ორგანოს რკინის ღობეს, რომლის მეორე მხარესაც იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლს იყენებენ.