პარლამენტის წინ დარჩენილი აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე შლიან
პარლამენტის წინ დარჩენილი აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე შლიან

ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტითან დარჩნენ, კარავს გზის სავალ ნაწილზე შლიან.

სამართალდამცველებმა მათ მიუთითეს, რომ არ ჰქონდათ მოძრაობის შეფერხების უფლება, რადგან ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა და აღნიშნავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.